ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *