- შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით – 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

