აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

“ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ (ს/კ 420009298) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.”-ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *