- გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცეელბული ინფორმაციით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დავით გოგობერიშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობა აგვისტოში დატოვა.