ენგურის გამშვები პუნქტის მიმდებარედ საინფორმაციო სივრცე გაიხსნა

  • ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მხადაჭერისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ენგურის ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა საინფორმაციო სივრცე, სადაც სპეციალური „თაჩპადი“ – ციფრული საინფორმაციო დაფა დამონტაჟდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, „თაჩპადში“ ინტეგრირებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ. ინოვაციურ სისტემაში ასევე ხელმისწავდომია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები.

უწყების ცნობით, „თაჩპადის“ გამოყენებისას სრულად არის დაცული მოქალაქეთა პირადი მონაცემები, რადგან სისტემა არ საჭიროებს პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *