- დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
ცენტრის ინფორმაციითვე, ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.