- ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პენიტენციურ სისტემაში უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მათ შორის, უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მასალებზე წვდომა და საჭირო ტექნოლოგიური საშუალებები. სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.