საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა.
„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე. ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, – აღნიშნა კალაძემ.