- თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

