თბილისის მერია – თეთრი დუქნის ქუჩაზე დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა იწყება

  • თბილისში, თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება.

როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან, 5 თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *