თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები მიმდინარეობს

  • საქართველოს საავტომობილო გზების ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, გზის 19კმ-56კმ-სა და 57კმ-132კმ მონაკვეთებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, საავტომობილო საგზაო ქსელზე, EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად, დაახლოებით 80 000 მეტრი სიგრძის ლითონის მრუდხაზოვანი ძელების კონსტრუქცია ეწყობა.

ასევე გარე განათების ქსელის მოწყობის, დაახლოებით 6 მილიონ ლარის სამუშაოები მიმდინარეობს გორი-თბილისის მონაკვეთზე, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონ ლარამდეა და სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *