ირაკლი კობახიძე გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს უახლოესი პერიოდის გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი ჯინჭარაძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა, წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *