ირაკლი კობახიძე ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვია

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე შვილებთან ერთად ეწვია. მისმა უწმინდესობამ დალოცა ისინი და მშვიდობა, კეთილდღეობა უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *