- ისრაელში საქართველოს საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს, – ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
„მძევლების დაბრუნება სინათლის სხივია და იმედით გვავსებს. გვინდა, მათ ვუსურვოთ, სწრაფად აღიდგინონ ძალები და წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. სიხარულთან ერთად, არ ნელდება მწუხარება გარდაცვლილების გამო“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.