კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ი. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრები ინდოეთის მოქალაქე – 1973 წელს დაბადებული მ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. 

პოლიციამ დ.ი. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *