ლევან იოსელიანი რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა

  • 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმისა და გამჭვირვალობის გაძლიერების, ასევე კორუფციის პრევენციისთვის მუშაობის მნიშვნელობას; განიხილეს აგრეთვე, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (ფარა) და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონების აღსრულების დეტალები.

სახალხო დამცველი და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *