- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით მილანში იმყოფება, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდება და ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
ოლიმპიადის გახსნამდე კი საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მიერ გამართულ ვახშამს.

