მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზის მე-8 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოებია.

„შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. ამის გამო 2025 წლის 4 სექტემბრის 20:00სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება 30-წუთიანი ინტერვალებით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *