ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის 29-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

დეპარტამენტის ცნობით, მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოშლაა.

„კლდოვანი მასის ჩამოსვლის შედეგად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *