- საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, – ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

