პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინება.”-ნათქვამია უწყების გავრცლებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *