პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ დაფასოებული 108 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  ჯგუფურად, უკანონო შეძენა – შენახვისა და  რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით  უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა თბილისში,  ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან  სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით –  108   შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

პოლიციის მიერ , ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *