პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ა.გ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტის სახელის გამოყენებით 1967 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე ქონების განადგურების მუქარით 4 000 აშშ დოლარს სთხოვდა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *