პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ივლისს, ქუთაისში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს ზურგის არეში დანა დაარტყა, რომელიც იმავე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *