პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე სამ პირს, ბრალდება წარუდგინა

  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9.42517 გრ. და 0,93107 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის (ფუძეს)“, ასევე 150,9329 გრ. „კოკაინს“, რომელიც დააფასოვეს და სხვა და სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა 2007 გრ. ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი და უკანონოდ შეიძინა და შეინახა 8482,25 გრ. „გამომშრალი მარიხუანა“.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოვებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ე „ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) 265 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ჩადენილი არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.”-ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *