- თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისათვის და რეალიზაციაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 1.565 გრ. ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულმა 2025 წლის სექტემბრის თვეში ფულადი თანხის სანაცვლოდ ოთხ ეტაპად უკანონოდ გაასაღა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს დაკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 2603-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.”-აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

