- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური–კობისა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
“რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის უღელტეხილზე და კმ110-კმ146 მონაკვეთზე. ნაქერალას უღელტეხილზე. საჩხერე-რაჭის გზაზე. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე.
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ21-კმ49 მონაკვეთზე.
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე. კორშა-შატილის მონაკვეთზე. უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ102 მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

