- ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი. გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.
რუსთაველზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები. დღევანდელი დღისთვის აქციის ორგანიზატორების მოწოდება იყო, რომ პროტესტის მონაწილეებს მოეტანათ საქართველოს დროშები, ასვე დღევანდელ დღეს, როგორც „დროშების რევოლუციის“ დღედ მოიხსენიებდნენ.