სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას ჰპირდებოდა.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებით გარიგებებს აფორმებდნენ.

ამ გზით ბრალდებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 365 273 ლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და  მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნშნულია უწყების გავრცეელბულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *