სანდრო ბაზაძესა და ეთერ ლიპარტელიანს ჩემპიონატებზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემათ

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სპორტსმენებს სანდრო ბაზაძესა და ეთერ ლიპარტელიანს ჩემპიონატებზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფარიკაობის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ჩემპიონები უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევისათვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებთან ერთად, დამატებით 65 000-65 000 ლარს მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *