- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებ-გვერდის საშუალებით. სწრაფი გადახდის აპარატებით. საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.