- საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, სოფელი მამიშლარი იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 14 კილომეტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 11:51 საათზე დაფიქსირდა.