სახალხო დამცველი ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა

  • 12 სექტემბერს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანმა ქალი პატიმრებისგან მათი განთავსების პირობების და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სახალხო დამცველი ასევე შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას და ციხის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილიც მოინახულა.

“ნინო დათაშვილს ეცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის შესახებ 2025 წლის 10 სექტემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართა. აპარატი მისი უფლებების დაცვაზე აქტიურ ზედამხედველობას მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *