ტურიზმის ადმინისტრაცია – აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582 995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +135.8%-ს შეადგენს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4%-ს შეადგენს.

2022 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში 3 256 370 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა +208.9%-ია. 2019 წლის რვა თვის მონაცემებთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 51.5%-ს შეადგინა.

2022 წლის რვა თვეში საქართველოში 2 251 978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით, ზრდა +155%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3%-ს შეადგენს“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.