ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სპეცრაზმის ახალი ხელმძრვანელი წარადგინა

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ სპეციალური დანიშნულების რაზმის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ზურაბ ცისკარიშვილმა სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სპეცრაზმის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სპეცრაზმის ინფრასტრუქტურა მოინახულა  და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *