ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 26 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.

სააგენტოს ცნობით, ვაქცინაცია სააგენტოს რეგიონულ ოფისებსა და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაიმართება.

უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 26 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციისთვის შემდეგი მისამართები განისაზღვრა:

ზუგდიდი – კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №4 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

ფოთი – კოსტავას №193 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

აბაშა – ჩიქოვანის №13 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

სენაკი – რუსთაველის №235 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

ხობი – დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

მესტია – კახიანის ქ N1 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *