აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია

“ორ რეგიონს – იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვას და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ბაღდათი-აბასთუმნის და აბასთუმნის შემოვლითი გზა, აბასთუმნის გარდა, გვერდს უვლის კურორტ საირმესაც.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 95.5 მილიონი ლარით ფინანსდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *