- ქედის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.