აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე დაინიშნა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მთავრობის წევრების შემადგენლობას ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადეს.

გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ინფორმაციისთვის: გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოზიცია 2025 წლის 2 ივნისს დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *