აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და  დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ  მისაკუთრების ბრალდებით  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს  დაბადებული ს.პ.  და წარსულში ნასამართლევი  2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად,  მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით,  ერთ-ერთ ბანკში მათ  სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას. 

სამართალდამცველებმა,  შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური  ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს”-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *