- სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.