ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც 19 ოჯახის ევაკუირება მოხდა.

ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში მცხოვრებ 19 ოჯახს დროებით ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.

ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

კორპუსის მცხოვრებლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა და განვითარებული გრუნტის ჩამოშლის პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამასთანავე, მერიის დაკვეთით, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *