გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე დაიწყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ კრწანისში, გიგანტის ტყის მიმდებარე ხევში, ცხოველური ნარჩენით დაბინძურებულ ადგილზე პირველადი დათვალიერების აქტი შეადგინეს.

სამართალდამრღვევის დადგენისა და საქმის წარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.

ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *