- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას.
უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნეს შეფასებული არსებული მდგომარეობა“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

