გეკა გელაძემ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

  • შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი სერგი ბზიშვილი წარუდგინა. გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ დირექტორს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და  პრევენციული საპოლიციო  ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გეკა  გელაძემ სამართალდამცველებს  რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

სერგი ბზიშვილს ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სერგი ბზიშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე კახა მურადაშვილი შეცვალა,  რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  თანამდებობაზე განაგრძობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *