გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ

  • მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძესა და მის მოადგილეს, როლანდ მესხს, პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – გეკა გელაძე აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ – მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს, ასევე მიენიჭება გენერალ -მაიორის წოდება. წარმატებები მინდა გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *