გზების დეპარტამენტი: სოფელ ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე სოფ. ბაბილთან ჩამოწოლილი მეწყერი ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„სოფელ ბაბილთან მეწყერი 5 მაისს გამთენიას ჩამოწვა, რის გამოც დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *