- „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ოთხი წლით და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დამნაშავედ ცნეს ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძეც. ქარუმიძეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით და ხუთი თვით განესაზღვრა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
წყარო