დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს აინთება

  • დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *