- „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს.
„დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი.
არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას.
ცეცხლი ოლიგარქიას”,- წერს ელენე ხოშტარია.